Thursday, July 7, 2016

ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებზე, შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ინსტრუმენტი დამეხმარება პროექტის პროცესის ეფექტურად წარმართვაში, არასწორი შეხედულებების კორეკტირაბაში, აქტივობების ობიექტურად შერჩევაში, შეფასებასა და თვითშეფასებაში. მოსწავლეებს შეფასების რუბრიკა დაეხმარებათ გაიაზრონ,  თუ რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის კონკრეტული ნაშრომი, როგორ გამოკვეთონ პრობლემა და რაზეა გაამახვილონ ყურადღება.
ჩვენი აუდიტორიის შეკითხვებს დეტალურად ვეცნობით და ვპასუხობთ. ვწერთ ისეთი ენით, რომელიც ჩვენი აუდიტორიისთვის გასაგები იქნება. ნაწილობრივ არის განმარტებული მნიშვნელოვანი ტერმინები.

Saturday, July 2, 2016

     დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ კოლეგების უკუკავშირის მეთოდებზე და ფორმებზე.გავუზიარეთ ერთმანეთს ამ პროექტებში დადებითი და რჩევის მისაცემი ფაქტორები.იყო თუ არა სრულყოფილად კრიტერიუმების მიხედვით წარმოდგენილი პროექტები,მივეცით ერთმანეტს რჩევები და ჩემი აზრითუკუკავშირი ეხმარება არა მარტოიმას,ვინც აძლევს უკუკავშირს, არამედ  პროექტის ავტორსაც.
     უკუკავშირის დროს კარგად შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი პროექტის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები. ვისაუბრეთ სააავყორო უფლებების დაცვაზე, რასაც გავითვალისწინებ შემდეგში, რათა არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება. დავინახე აგრეთვე, რომ აზრთა გაზიარებისა და ერთმანეთზე რჩევების მიცემისას მორგებულად შეიძლება გამოვიყენო სააკომუნიკაციო საშუალებები რაც მომცემს დროის დაზოგვის საშუალებას.

Friday, July 1, 2016

სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესის სწორი შეფასება. ვიმსჯელეთ რა ტრენინგზე შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ შესაბამის ინსტუმენტებს, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასასრულს.
აღნიშნული ინსტრუმენტები დამეხმარება დასაწყისში განვსაზღვრო მოსწავლეთა წინარე ცოდნა და საჭიროებები, მსვლელობისას მათ თვითრეგულირებას და გავუზარდო მოტივაცია. პროექტის დასასრულს  მოვახდინო მათ მიერ მიღებული ცოდნის დემონსტრირება. ეს ინსტრუმენტი განსაზღვრავს მისაღწევი შედეგების ხარისხს.


Thursday, June 30, 2016

    ტრენინგის დასაწყისშივე  დავინახე პროექტების საჭიროება.    შევარჩიე სათაური   "დავიწყებული აბრეშუმის ჭია". შინაარსის გაწერის შემდეგ ვიმსჯელე მიმართულების მიმცემ კითხვებზე,რომელიც დამეხმარა პროექტის მსვლელობის სწორად წარმართვაში და საჭიროებების დადგენაში. გავარკვიე რას გულისხმობს პროექტი და როგორ  უნდა ვიმუშაო მომავალში.